1. იმპლემენტაცია - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება.

 

2. რატიფიცირება - პროცესი, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს მთავრობის მიერ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერას. 

 

3. დენონსირება - დადგენილი ფორმით სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

4. ბლანკეტური ნორმა - ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს სხვა კანონზე ან სხვა მუხლზე.

 

5. დისპოზიციური ნორმა - ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო. ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგება.

 

6. იმპერატიული ნორმა - ნორმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყოველგვარი დათქმისა და გამონაკლისების გარეშე. ურთიერთობის მონაწილეები არ არიან უფლებამოსილი საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.

 

7. სანქცია - ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას.

 

8. კოლიზია - ვითარება, როდესაც ორი ან მეტი ნორმა ერთსა და იმავე სამართლებრივ ურთიერთობას სხვადასხვაგვარად აწესრიგებს.

 

9. კონფისკაცია - ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ. 

 

10. ორგანული კანონი - კანონის სახე, რომელიც მიიღება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროთა მოსაწესრიგებლად (მაგ. არჩევნები, მოქალაქეობა). ორგანული კანონი იერარქიულად კანონზე მაღლა დგას.

 

11. პენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული სასჯელის ზომის გამკაცრება.

 

12. დეპენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული ერთი დანაშაულის სხვა დანაშაულთან გაერთიანება.

 

13. პრეზუმფცია - სამართლებრივი დაშვება, ვარაუდი. პრეზუმფციის ძალით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს.

 

14. პრეიუდიცია - ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებას არ საჭიროებენ. 

 

15. დელიქტი - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს აყენებს მესამე პირის ქონებას.

 

,,ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს ვის რა ვარგე’’

პატივცემულო სტუმარო.

გაცნობებთ, რომ ბატონი ზვიად მაკარაძე 2017 წლის 01 იანვრიდან დროებით არ ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

,,ჭეშმარიტების სიყვარულის

გამო ფილოსოფოსმა თავის

საკუთარ შეხედულებებზეც

უარი უნდა თქვას''.

მანუჩარ მამულაძე

მობ: (+995) 577162270