სამართლებრივი
დაზღვევა
 - ეს არის პროგრამა რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კვალიფიკაციური იურიდიული კონსულტაცია. პროგრამაში მონაწილე პირი მიიღებს პოლისს, რომელიც ითვალისწინებს სამი სახის მომსახურებას:

1. სატელეფონო - როდესაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზეპირი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იურიული საკითხის შესახებ, მომსახურების ჰონორარი შეადგენს:
ფიზიკური პირებისათვის -  5 წუთი 5 ლარი, ყოველთვიური მომსახურების შემთხვევაში ფიქსირებული 50 ლარი.
იურიდიული პირებისათვის - 5 წუთი 10 ლარი, ყოველთვიური მომსახურების შემთხვევაში ფიქსირებული 125 ლარი.

2. პირადი - როდესაც თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი მომსახურებით: - განცხადების, - წერილის, - სარჩელის, - საჩივრის, წერილობითი ფორმით მიღების სახით -  მომსახურების ჰონორარი შეადგენს:
ფიზიკური პირებისათვის -  ერთჯერადი მომსახურების ჰონორარი გამომდინარეობს საქმის მოცულობიდან, რომელიც შეიძლება შეადგენდეს 25-დან 150 ლარამდე (მომსახურების დეტალები დააზუსტეთ თქვენს მიერ შერჩეულ იურისტთან).
იურიდიული პირებისათვის - ერთჯერადი მომსახურების ჰონორარი გამომდინარეობს საქმის მოცულობიდან, რომელიც შეიძლება შეადგენდეს 35-დან 250 ლარამდე  (მომსახურების დეტალები დააზუსტეთ თქვენს მიერ შერჩეულ იურისტთან).

3. საოჯახო - საოჯახო პაკეთი მოიცავს სატელეფონო და პირად მომსახურებას. სამართლებრივი დაზღვევის პოლისის ყოველთვიური ან/და ერთჯერადი (გარკვეული დროის პერიოდში) ჰონორარი (ღირებულება) განისაზღვრება თქვენს მიერ შერჩეულ იურისტთან კონსულტაციისა და შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებით დათქმული თანხა.

პოლისის მოქმედების პერიოდში პირს შეუძლია ისარგებლოს განუსაზღვრელი რაოდენობის მომსახურებით.

სამართლებრივი დაზღვევის პოლისის მისაღებად ფორმდება ვადიანი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების პერიოდში პირი სარგებლობს შესაბამისის სახის მომსახურებით.

სპეციალური შეთავაზება იურიულ პირებს: 
კონტრაქტებისა და შრომითი ხელშეკრულებების შედგენა.
 
ყურადღება! თვენ გსურთ ისარგებლოთ სამართლებრივი დაზღვევის პოლისით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში? დაგვიკავშირდით და დააზუსტეთ დეტალები. გათვალისწინებულია მნიშვნელობანი ფასდაკლება.    

 

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ იურისტს -ადვოკატს.

ამისათვის გადმოწერეთ ქვევით ატვირთული განცხადების ფორმა.

შეკითხვის დასმა წერილობით - ზვიად მაკარაძე

შეკითხვის დასმა წერილობით  -დავით ფუტკარაძე

,,ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს ვის რა ვარგე’’

პატივცემულო სტუმარო.

გაცნობებთ, რომ ბატონი ზვიად მაკარაძე 2017 წლის 01 იანვრიდან დროებით არ ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

,,ჭეშმარიტების სიყვარულის

გამო ფილოსოფოსმა თავის

საკუთარ შეხედულებებზეც

უარი უნდა თქვას''.

მანუჩარ მამულაძე

მობ: (+995) 577162270