1. იმპლემენტაცია - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება.

 

2. რატიფიცირება - პროცესი, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს მთავრობის მიერ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერას. 

 

3. დენონსირება - დადგენილი ფორმით სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

4. ბლანკეტური ნორმა - ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს სხვა კანონზე ან სხვა მუხლზე.

 

5. დისპოზიციური ნორმა - ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო. ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგება.

 

6. იმპერატიული ნორმა - ნორმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყოველგვარი დათქმისა და გამონაკლისების გარეშე. ურთიერთობის მონაწილეები არ არიან უფლებამოსილი საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.

 

7. სანქცია - ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას.

 

8. კოლიზია - ვითარება, როდესაც ორი ან მეტი ნორმა ერთსა და იმავე სამართლებრივ ურთიერთობას სხვადასხვაგვარად აწესრიგებს.

 

9. კონფისკაცია - ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ. 

 

10. ორგანული კანონი - კანონის სახე, რომელიც მიიღება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროთა მოსაწესრიგებლად (მაგ. არჩევნები, მოქალაქეობა). ორგანული კანონი იერარქიულად კანონზე მაღლა დგას.

 

11. პენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული სასჯელის ზომის გამკაცრება.

 

12. დეპენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული ერთი დანაშაულის სხვა დანაშაულთან გაერთიანება.

 

13. პრეზუმფცია - სამართლებრივი დაშვება, ვარაუდი. პრეზუმფციის ძალით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს.

 

14. პრეიუდიცია - ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებას არ საჭიროებენ. 

 

15. დელიქტი - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს აყენებს მესამე პირის ქონებას.

 

„ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს ვის რა ვარგე“

CashClicking