ის რაც ყველასთვის ცნობილია
ვეისი:
,,ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს''.
,,ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესეიგი მას ინტელექტი გააჩნია''…
სტენდალი:
,,ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა''.
როლფსი:
,,მშვიდობა კაცობრიობის ნიჭის გამოცდაა''.
პასკალი:
,,რაკი შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნა,
რაკი შეუძლებელია ყველაფერზე ყველაფერი იცოდე,
ჯობია ცოტა რამ მაინც იცოდე ყველაფერზე,
ვიდრე ყველაფერი იცოდე ერთი რამის შესახებ''.
ტოლსტოი:
,,ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა''.